თბილისის მერია პარასპორტსმენებს ფინანსურად დაეხმარება

© courtesy of Irma Khetsurianiირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
თბილისის მერია შშმ პირთა იმ გუნდებსა და კლუბებს დააფინანსებს, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

შშმ პირები ფეხბურთის თამაშისას - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2016
თბილისში პარასპორტის ფესტივალი „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა

კალაძის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას.

მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ.

„აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა და შშმ პირთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი", – განაცხადა კალაძემ.

ამ გუნდებიდან პირველ ადგილზე გასული მიიღებს 10 ათას ლარს, მეორე ადგილის მფლობელი – 8 ათას ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული – 5 ათას ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0