04:35 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (989)
60 0 0

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის შუა პერიოდში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა იქნება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სტუდენტებმა, ლექტორებმა და სკოლების პედაგოგებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა უნდა გაიკეთონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ზაფხულში უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაცია.

„ჩვენი სურვილია, რომ აცრების მაქსიმალური რაოდენობა ზაფხულის პერიოდში ჩატარდეს. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი, რათა სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, შეიძლება არჩევანის გაკეთების საშუალებაც გვქონდეს. ასე რომ, აიცერით ყველა!" – განაცხადა გამყრელიძემ.

სასწავლო წლის ბოლოსთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებოდა 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. პირადი თხოვნის საფუძველზე დისტანციურად მუშაობდა 120 პედაგოგი, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (989)

მთავარი თემები