გამყრელიძე: ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა აიცრას

© REUTERS / BRIAN SNYDERPfizer
Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის შუა პერიოდში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა იქნება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სტუდენტებმა, ლექტორებმა და სკოლების პედაგოგებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა უნდა გაიკეთონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდება: რა რეგულაციები იმოქმედებს ეროვნულ გამოცდებზე

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ზაფხულში უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაცია.

„ჩვენი სურვილია, რომ აცრების მაქსიმალური რაოდენობა ზაფხულის პერიოდში ჩატარდეს. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი, რათა სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, შეიძლება არჩევანის გაკეთების საშუალებაც გვქონდეს. ასე რომ, აიცერით ყველა!" – განაცხადა გამყრელიძემ.

სასწავლო წლის ბოლოსთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებოდა 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. პირადი თხოვნის საფუძველზე დისტანციურად მუშაობდა 120 პედაგოგი, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ყველა ახალი ამბავი
0