თქვენი რიგია, ექიმო – თბილისში მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო

© AP Photo / Mark Schiefelbeinვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების საკითხს განიხილავს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმებისა და მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.

30-მდე პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩინური პრეპარატი Sinovac-ით იტარებს. ექიმები, რომლებიც მეორე წელია თავდაუზოგავად იბრძვიან ვირუსის წინააღმდეგ, აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი იმუნიზაცია პაციენტებთან უსაფრთხო მუშაობისთვის.

მედიკოსები კოლეგებს და ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, დროულად ჩაიტარონ აცრა.

„ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს – არა მარტო საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფთა წინაშე, არამედ ჩვენი პაციენტების წინაშე. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინირებული ექიმების მაქსიმალური რაოდენობა იყოს", – განაცხადა ჟურნალისტებთან ექიმმა გიორგი მერაბიშვილმა.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, ამ დროისათვის კლინიკაში ვაქცინაციის 30 კაბინეტი ფუნქციონირებს და თითოეული მათგანი სრული დატვირთვით მუშაობს. ახლო მომავალში კლინიკა ვაქცინაციის სივრცეების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ის პრეპარატი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 206.742 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0