COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 311-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 354.276-ს მიაღწია.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 311 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 192 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 34, ქვემო ქართლი – 26, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 23, იმერეთი – 13, კახეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 2.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 340.328-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.060-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 8.862 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.175 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.798, აჭარაში – 278, იმერეთში – 398.

692 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 194 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 10, იმერეთში – 13. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 596 ადამიანი, მათ შორის 331 – თბილისში, 232 – აჭარაში. 5.091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.890 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5.104 პირი, აჭარაში – 1.490, იმერეთში – 1.022.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 311-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 354.276-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0