18:28 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (164)
22 0 0

ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების მასალები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეცა.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა 2021 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქმიანი ეზოების“ მოწყობა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს>>

ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 32 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

დარღვევები გამოვლინდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის:

  • აჭარაში – 20, შიდა ქართლში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 17, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 15, იმერეთში – 14, ქვემო ქართლში – 12, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 8, გურიაში – 3 და მცხეთა-მთიანეთში – 1.

უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 630 კუბურ მეტრამდე ხეტყე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ასევე დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ამასთან გამოვლენილია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2018 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ტყის უკანონო ჭრასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ დაუნდობლები იქნებოდნენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტყეებს ჩეხავს ან ფარავს ამ დანაშაულს.

საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების, რომლებიც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არის მონიშნული. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (164)

მთავარი თემები