09:12 01 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1346)
34 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სპეციალური სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელიც გამომძიებლებს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარება.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

შსს-ს ცნობით, სახელმძღვანელო დაინერგება უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა ხელი შეუწყოს გამომძიებლების საქმიანობას არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება არასრულფასოვანია, საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის დეკემბერში ალაპარაკდნენ – 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის შემდეგ. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე არასრულწლოვანი პოლიციაში გამოკითხეს ყოფილ სკოლაში კედლებზე გაკეთებული უხამსი წარწერების გამო. ბიჭის დაღუპვის შემდეგ გამოძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი არასრულწლოვანზე ზეწოლის განხორციელებისთვის წაუყენეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლება. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სახელმძღვანელო სამი ნაწილისგან შედგება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება – ეროვნული კანონმდებლობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები.

სახელმძღვანელო შემუშავდა ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)" ფარგლებში. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1346)

მთავარი თემები