თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 2004 წელს დაბადებული პირი.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ გადაჰქონდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.