15:21 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
38 0 0

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით ამცრელ ბრიგადებს გადაამზადებს, პროცესში ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

ვაქცინაცია COVID-19-ზე: დაიწყო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა აცრა>>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე იმსჯელეს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3.6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები ჩაერთვებიან.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შენარჩუნდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

კორონავირუსი საქართველოში: გადაიარა თუ არა მესამე ტალღის პიკმა>>

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 178.738 ადამიანია აცრილი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები