22:09 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)
7901

იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონი ქვეყანამ ეპიდვითარების გაუარესების გარეშე გადაიაროს, ეპიდემიოლოგები საზოგადოებას რეკომედაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აქტიური შემთხვევების, ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ჩხაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ინფიცირების ის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 24 საათში დაფიქსირდა ქვეყანაში, კიდევ უფრო შემცირდება.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცია და ხელების ჰიგიენა ჰქვია, და ჩვენ შევინარჩუნებთ (ყოველდღიურად) ვაქცინირებულთა იმ რიცხვს, რაც დღეს გვაქვს (6 ათასი), ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პერიოდია. ამ ეტაპზე ინფიცირების მაქსიმალური პიკი მაისის დასაწყისში იყო. საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა ეპიდვითარების კუთხით განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდსიტუაცია შეიცვლება და სიკვდილიანობა შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება და დღეში აიცრება 7-8 ათასი ადამიანი. ამასთან, მეოთხე ტალღას, რომელიც სექტემბრის ბოლოს არის მოსალოდნელი, იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ ამ დროისთვის მოსახლეობის დაახლოებით 70% იქნება აცრილი.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 161.947 ადამიანია აცრილი. აქედან 121.136 ადამიანი ერთი დოზით, ხოლო 40.811 ორი დოზით აიცრა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 779-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 347.762-ს მიაღწია, გარდაიცვალა 23 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4.876-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)

მთავარი თემები