Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საფრანგეთში შესვლის მსურველთათვის: საქართველოს საელჩოს განცხადება

© photo: Sputnik / Dominique Boutin / გადასვლა მედიაბანკშიფრანგული პოლიცია
ფრანგული პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა საფრანგეთში შესვლის დროს აუცილებლად უნდა წარადგინონ დოკუმენტი ვაქცინაციის შესახებ და 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში ქვეყანაში შესვლის ახალ წესებს აქვეყნებს. წესები 9 ივნისიდან ამოქმედდება.

საფრანგეთის მთავრობამ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან შედის ტურისტი და როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ამ ქვეყანაში.

ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
ჯანმო გვაფრთხილებს: მოსალოდნელია ვაქცინებისადმი მდგრადი შტამების გაჩენა

საფრანგეთში ქვეყნები სამ კატეგორიად არის დაყოფილი: „მწვანე ზონის“ ქვეყნები, სადაც კორონავირუსი არ არის აქტიურად გავრცელებული – ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სინგაპური. „ნარინჯისფერი“ ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელება კონტროლდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც; და „წითელი ზონის“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მისი შტამები განსაკუთრებით აქტიურია – სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, თურქეთი, ურუგვაი.

თუ ადამიანი საფრანგეთში შედის „მწვანე ზონის“ ქვეყნიდან და ვაქცინირებულია, მას აღარ სჭირდება PCR–ტესტის წარდგენა უარყოფითი პასუხით. ხოლო თუ ქვეყანაში შემსვლელი ვაქცინირებული არ არის, მაშინ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით საჭიროა.

ევროკავშირის რეკომენდაციით: აცრილი უცხოელები შენგენის ზონაში მოხვედრას შეძლებენ>>

თუ უცხოელი საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ზონიდან შედის, მაგალითად, საქართველოდან და უკვე ვაქცინირებულია, ის შეძლებს ქვეყანაში შესვლას ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით, ან ანტიგენ–ტესტით, რომელიც ბოლო 48 საათში ჩატარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შვიდდღიან თვითიზოლაციაში გადაიყვანენ.

ჯანმოს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში ვაქცინაციის პროცესით კმაყოფილია

ასევე საპატიო მიზეზით შეიძლება შეუშვან არავაქცინირებული ადამიანები, მაგრამ მათ ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

თუ საფრანგეთში შესვლა სურს მოქალაქეს „წითელი ზონის“ ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მან ქვეყანაში შესვლის დამაჯერებელი მიზეზი უნდა დაასახელოს, ასევე წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, ან ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენის ტესტი. ასევე მას შვიდდღიან თვითიზოლაციაში გადაიყვანენ. თუ პირი აცრილი არ არის, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას ემატება 10-დღიანი კარანტინი.

ყველა ახალი ამბავი
0