ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში ვაქცინაციის პროცესით კმაყოფილია

© AP Photo / Anja Niedringhausჯანმოს ლოგო
ჯანმოს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დადებითად აფასებენ. შეხვედრისას ქართულმა მხარემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან კონკრეტული მითითებები მიიღო.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერს სიდჰარტა სანკარ დატასა (Siddhartha Sankar Datta) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს (Silviu Domente) შეხვდნენ.

მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშრებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე ჯანდაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„სიდჰარტა დატამ მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამა დადებითად შეაფასა. მივიღეთ რჩევები ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ჩამოყალიბებაზეც. ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამი“ გამოვლინდა

ჯანმოს წარმომდგენელმა საქართველოს მოსახლეობას ვირუსთან ბრძოლის საქმეში შემართებისკენ მოუწოდა და რეგულაციების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა, თუ მართლაც გვსურს პანდემიის დასრულება. ახლა ფარ-ხმლის დაყრის დრო არ არის... ეს დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე. ამ რბოლაში ვირუსმა არ უნდა გაგვასწროს. ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი შესაძლებელია იმ ზომების გატარებით, რომლებიც ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. მე ვნახე საქართველოში, რომ მოქალაქეები იცავენ წესებს. მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისთვის“, - განაცხადა სიდჰარტა დატამ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერით, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაა დაგეგმილი. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად კი 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.

კოვიდ–პასპორტი თუ? რა ცნობას გასცემს საქართველო ორჯერადად აცრილებზე >>

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac–ით დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრა, მაგრამ შემდგომში პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად აცრა უკვე 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0