სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 116– პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი შვიდი ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

COVID-19 საქართველოში – 7 ივნისის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
COVID-19 საქართველოში – 7 ივნისის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 135 პაციენტია მოთავსებული, მათგან 39 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 135 კოვიდ-პაციენტი გადის, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 22 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 57 პაციენტი, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 307-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.405-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია



ყველა ახალი ამბავი
0