COVID-19 საქართველოში – 7 ივნისის მონაცემები

© photo: SputnikCOVID-19 საქართველოში – 7 ივნისის მონაცემები
COVID-19 საქართველოში – 7 ივნისის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 334.519 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.934, კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.428 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 627 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 307-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.405-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 334.519 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.014), გარდაიცვალა – 4.934 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.428 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 627 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 11.117 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.477, PCR–ტესტით – 5.640.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,76%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,98%.

სულ აცრილია 173.345 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.119 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0