Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცრემლი ვერ შევიკავე, მაგრამ...” – რა შეამჩნია მაკა რაზმაძემ თინა ხიდაშელთან ინტერვიუსას

© courtesy of Maka Razmadzeმაკა რაზმაძე
მაკა რაზმაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
თინა ხიდაშელი კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ გამოუძვრა. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმაურება, პოლიტიკოსს გამოჯანმრთელებას უსურვებს და წერს, რომ გააოცა იმ კომენტარებმა, რომლებიც ხიდაშელის მდგომარეობას სოციალურ ქსელში მოჰყვა.

„უცებ რას ვხედავ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში მიდის სიხარულის ყიჟინა და წყევლა-კრულვა. ღმერთო! ის ხალხი, ვინც ამ საშინელებებს წერს ავადმყოფ ადამიანზე, თვითონ ჯანმრთელია ნეტა?! საიდან ამდენი სიბოროტე და ნიშნის მოგება? რატომ არ შლიან ადმინები მსგავს კომენტარებს ნეტა? რა ნახვები ღირს ამად?“ – წერს მაკა რაზმაძე.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხი­და­შე­ლმა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში” იმ ურ­თუ­ლეს გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ისაუბრა, რო­მლე­ბიც ვირუს­მა და­უ­ტო­ვა. პოლიტიკოსი ჰყვება, რომ მისი ოჯახის წევრები ვირუსს ადვილად გადაურჩნენ, მას კი უკვე მეოთხე დღიდან ადგომაც კი გაუჭირდა, შემდეგ იყო კლინიკაში მაღალი ტემპერატურით.

თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
„არ ამომდის თმა, არ ვიცი სახე როდის ჩაცხრება, ჩემით ვერ დავდივარ...“ – თინა ხიდაშელი

მისი თქმით, თმამაც კი შეწყვიტა ზრდა – ოთხი თვის წინ შეღებილი თმა არც ერთი მილიმეტრით არ გაზრდია. ყველაზე მეტად კი სახსრები აწუხებს.

„ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბო­და რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს.

ყველა ახალი ამბავი
0