09:26 01 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (984)
63 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 307-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.405-ს მიაღწია.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 307 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 174 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 31, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 28, იმერეთი – 21, ქვემო ქართლი – 20, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, შიდა ქართლი – 3, გურია – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 334.519-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.934-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.926 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.428 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.929, იმერეთში – 419, აჭარაში – 328.

752 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 202 პირი, მათგან თბილისში – 135, იმერეთში – 11, აჭარაში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 627 ადამიანი, მათ შორის 377 – თბილისში, 220 – აჭარაში. 5.871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.462 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8.212, პირი, აჭარაში – 2.210, იმერეთში – 1.201.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 307-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.405-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (984)

მთავარი თემები