16:29 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2190)
163 0 0

გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ბიჭი, რომელმაც შეყვარებული გადაარჩინა, მომავალი ექიმი იყო.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. გორში 6 ივნისს მომხდარი ავარიისას დაღუპული 18 წლის ბიჭის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ექიმობას აპირებდა, რის გამოც ოჯახი ძალიან გახარებული იყო.

როგორც გოგონა „ფეისბუქის“ ჯგუფში „ჩემი გორი“ წერს, ბიჭი ავარიისას შეყვარებულს გადაეფარა და ადგილზე გარდაიცვალა.

„გუშინ ჩემი 18 წლის ძმა, მომავალი ექიმი, მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად გზაზე გადადიოდა. როცა დაინახეს მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა, ზოლზე გაჩერდნენ. ამ ადამიანმა არ დაამუხრუჭა, მანქანას გვერდი აუქცია და ჩემი ძმა ადგილზე მოკლა. ისე ვამაყობდით სამედიცინოზე რომ ჩააბარა. ჩემი ძმა ექიმი უნდა გამხდარიყო, ისე უხდებოდა თეთრი ხალათი. ჩემი მწვანეთვალება ანგელოზი“, – წერს დაღუპული ბიჭის და.

ცნობილი ხდება, რომ ბიჭს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 16 წლის გოგონას ფეხი აქვს მოტეხილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)

მთავარი თემები