სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს 261 პაციენტი ებრძვის

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება ზუგდიდის რაიონში
სასწრაფო დახმარება ზუგდიდის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით სამეგრელო-ზემო სვანეთი მესამე ადგილს იკავებს. რეგიონში დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდ კლინიკებში 261 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 57-ის კი საშუალო სიმძიმის.

რუხის კლინიკაში 135 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმეა 13 პირის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 35 ინფიცირებული რჩება.

კორონავირუსის ეპიდემია-გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: პაციენტთა 7%-ის მდგომარეობა მძიმეა

სენაკის კლინიკა „სენამედში" 12 კოვიდ-პაციენტია.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში - 22.

სენაკის „ლაზიკა მედიში" 57 პაციენტი იმყოფება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.098-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0