თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდ კლინიკებში 261 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 57-ის კი საშუალო სიმძიმის.
რუხის კლინიკაში 135 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმეა 13 პირის მდგომარეობა.
ფოთის კლინიკაში 35 ინფიცირებული რჩება.
სენაკის კლინიკა „სენამედში" 12 კოვიდ-პაციენტია.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში - 22.
სენაკის „ლაზიკა მედიში" 57 პაციენტი იმყოფება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.098-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია