დევნილი ოჯახები ახალ ბინებს საქართველოს სამ ქალაქში მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
თბილისში ერთ კვადრატულ მეტრ ფართობში სააგენტო მზადაა 550 დოლარი გადაიხადოს, რეგიონებში - 470 დოლარი.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.

სააგენტო უკვე გამოაცხადა კონკურსი ბინების შესყიდვის მიზნით, რომელიც 13 ივლისამდე გაგრძელდება.

სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
„ჯარის ქალაქის“ შენება გრძელდება – ქართველი სამხედროები ბინებს 2022 წელს მიიღებენ

კონკურსის გამარჯვებულებს ახალი ბინების ასაშენებლად ორი წლის ვადა მიეცემათ. თბილისში ერთ კვადრატულ მეტრ ფართობში სააგენტო 550 დოლარს გადაიხდის, რეგიონებში - 470 დოლარს.

კონკურსის პირობებით, მენაშენემ უნდა ააშენოს გარკვეული ფართობის ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები.

ერთოთახიანი ბინის გარდა, სხვა ბინებში უნდა იყოს იზოლირებული საძინებლები (ოროთახიანში - ერთი, სამოთახიანში - ორი და ოთხოთახიანში - სამი).

თავად ბინები უნდა ჩაბარდეს სრული რემონტით, მათ შორის დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით სამზარეულოსა და სააბაზანოში, გაყვანილი ელექტროობით, კაფელით მოპირკეთებული სააბაზანოთი, იატაკზე დაგებული ლამინატით და ოთახებში შიდა კარებით.

როგორ ნაწილდება ბინები

ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტო მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
აჭარაში „განახლების პროგრამაზე“ 20 მილიონი ლარი გამოიყო

ამის შემდეგ კომისია თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობს.

ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.  თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0