აჭარაში „განახლების პროგრამაზე“ 20 მილიონი ლარი გამოიყო

© photo: Sputnikთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
პროგრამა ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების აღდგენას, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ პროგრამის ფარგლებში, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში აღდგენით სამუშაოებზე 20 მლნ ლარი დაიხარჯება, განაცხადა ხუთშაბათს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოში რეგიონების განახლების მასშტაბური პროგრამა იწყება. ის ოთხ წელიწადზეა გათვლილი და ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი ლარს შეადგენს.

მთიანი აჭარა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
მთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე სივრცეები მოეწყობა

„აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება ეს პროექტი, რომელიც ნიშნავს, როგორც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების შექმნას, ახალი მიზიდულობის შექმნას. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა... აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროგრამა ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების აღდგენას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების აღდგენასა და მშენებლობას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი ზონები, ასევე ტურისტული და საზოგადოებრივი ადგილები.

„ოცნების ქალაქი“

გარდა ამისა, აჭარაში გრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. „ოცნების ქალაქის“ მომდევნო ეტაპისთვის კონკურსი გამოცხადდა. მშენებლობა გრძელდება, პირველ ეტაპზე კი 582 ოჯახი დაკმაყოფილდება.

აჭარა. ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
ბათუმში „ოცნების ქალაქში“ სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია

„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაჰპირდა. თუმცა, ადგილობრივები ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიებს, რომ მათ საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გარეშე არ დატოვებენ.

მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

ყველა ახალი ამბავი
0