15:40 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

1 ივნისიდან „თბილისის ენერჯის“ 500 ათასი აბონენტისთვის გაზზე ტარიფი 0,08 ლარით გაიზარდა და თითქმის 54 თეთრს გაუტოლდა.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირებას მოთხოვნით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC, სემეკი) ფოიეში აქცია მოაწყვეს.

ახალგაზრდებმა კომისიის ოფისის ფოიეში ხმაურიანი მჯდომარე აქცია სასტვენებით მოაწყვეს და კომისიის სხდომაზე შესვლა მოითხოვეს, მაგრამ ისინი დაცვამ არ შეუშვა. ამის შემდეგ მათ ძალით შესვლა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

„ჩვენ რომ მოვითხოვეთ ის ფინანსური დოკუმენტაცია გასაჟაროებულიყო, რაც რეალურად იყო გათვალისწინებული ამ ფასის წარმოქმნაში, პასუხად მივიღეთ იგნორი. მათ არ მოგვცეს სხდომაზე შესვლის და ჩვენი მოთხოვნების დაყენების საშუალება“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ ქუმსიშვილმა.

თავდაპირველად ახალგაზრდებმა თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება დისტანციურად შეძლეს. მაგრამ, მათი თქმით, მათ ვერ მოისმინეს სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიასგან ტარიფის გაძვირების რეალური მიზეზები.

1 ივნისიდან გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისის ენერჯის“ 500 ათასი აბონენტისთვის გაზზე ტარიფი 0,08 ლარით გაიზარდა და 53,972 თეთრს გაუტოლდა (დღგ-ს ჩათვლით). სემეკმა კომპანიისთვის ბუნებრივი აირის ტარიფები 28 მაისს გადახედა და თავისი გადაწყვეტილება ბოლო წელიწადნახევარში ლარის კურსის გაუფასურებით დაასაბუთა.

Tbilisi Energy საქართველოს დედაქალაქს 2019 წლის 3 მაისიდან ემსახურება. დღეისათვის კომპანია 1,5 მილიონ მოსახლეს ემსახურება და მას 18 ათასი კომერციული აბონენტი ჰყავს. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

მთავარი თემები