თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის პირდაპირი ავიარეისები 3 ივნისიდან განახლდება

© Jazeera Airways Jazeera Airways
 Jazeera Airways - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ქუვეითური ლოუკოსტერი Jazeera Airways საქართველოსთან რეგულარულ პირდაპირ ავიამიმოსვლას 3 ივნისიდან განაახლებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
ლაშა ხუციშვილი – სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

სააგენტოს ცნობით, რეისები ელ-ქუვეითი–თბილისი–ელ-ქუვეითი თავდაპირველად კვირაში ერთხელ – ხუთშაბათობით შესრულდება, ხოლო 12 ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება – ყოველ ხუთშაბათს და შაბათს.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე) ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით განხორციელდება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.

ავიაკომპანია Jazeera Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაიწყო. კომპანია ჩარტერულ რეისებს ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0