19:21 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
344 0 0

ცნობილი ექიმი ლევან რატიანი, რომელიც საზოგადოებამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს გაიცნო, გადაცემის წამყვანი ხდება

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემას წაიყვანს.

როგორც ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, არხზე ახალი სეზონიდან CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი „ექიმები” იქნება, რომელსაც ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე გაუძღვებიან.

1 ივნისს „რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება. არხზე ბრუნდება ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ახალ გუნდში იქნებიან ყველასთვის ნაცნობი, დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან. ამასთან,
სულ მალე კი ტელეეთერში ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ – „ნიჭიერი” ბრუნდება.

სიახლეა ქალების გადაცემაც, ქალების რომლებსაც მაყურებლისთვის ბევრი აქვთ სათქმელი. „90-60-90-ზე“ – „ემის“ მფლობელი ლიცენზირებული პროექტია. ამ გადაცემაში 4 წარმატებული და ცნობილი ქალი პირად გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს, იხუმრებენ, განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ და ორიგინალურ გადაწყვეტასაც შემოგვთავაზებენ.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები