23:16 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)
68 0 0

ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანს თავისუფლად, პირბადის გარეშე შეუძლია ყოფნა ასევე ვაქცინირებულ ადამიანებთან, აღნიშნა იმნაძემ.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორედ ჩატარებიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე სრულად იმუნურია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

კოვიდ–პასპორტი თუ?.. რა ცნობას გასცემს საქართველო ორჯერადად აცრილებზე>>

იმნაძის განცხადებით, ორჯერადად აცრილ ადამიანებს ასევე ორი დოზით აცრილთა გარემოცვაში შეუძლიათ პირბადე მოიხსნან და თავისუფლად იყვნენ.

„დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარდა 149 191 აცრა. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია 33 718  ადამიანი.

ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, „კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას>>

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)

მთავარი თემები