10:51 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)
117 0 0

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სახელმწიფომ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი ადამიანები უნდა წაახალისოს.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ექნება გაკეთებული, ე.წ. კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების სურვილი 61 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა>>

გამყრელიძის განცხადებით, მისი უწყება მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შესვლას აპირებს, რომ ვაქცინის სრული ორი დოზის მიღების შემთხვევაში მოქალაქეებს შეღავათები ჰქონდეთ.

„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტზე, რაშიც საერთაშორისო გამოცდილებაც არის - იგივე „კომენდანტის საათის" დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი... რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.

„მომავალი კვირის განმავლობაში, დაახლოებით 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14.000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

28 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 41.801 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (813)

მთავარი თემები