18:52 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
49 0 0

თუ რომელიმე ახალი შტამი მუტაციის შემდეგ ვაქცინის მიმართ მდგრადი იქნება, მწარმოებლისთვის რამდენიმე კვირაა საკმარისი, რომ ვაქცინის ვექტორი შეცვალოს, აღნიშნა ჩხაიძემ.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. „სამხრეთაფრიკული შტამი" ყველაზე მეტად გამძლეა არსებული ვაქცინების მიმართ, განაცხადა იაშვილის კლინიკის დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოში კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული შტამის" პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.

როგორც ჩხაიძემ განაცხადა, „სამხრეთაფრიკულ შტამზე“ ყველა ვაქცინა მოქმედებს, თუმცა ბევრად ნაკლები ეფექტურობით.

„პანდემია „ჩინური შტამით“ დაიწყო, ამიტომ ყველა ვაქცინა „ჩინური შტამის“ საწინააღმდეგოდაა შექმნილი. რაც შეეხება შემდეგში გამოჩენილ სხვადასხვა შტამებს, ასეთი რვა შტამია, დადგენილია, რომ ყველა ეს ვაქცინა მოქმედებს ამ შტამების საწინააღმდეგოდ, მაგრამ შედარებით ნაკლები ეფექტურობით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ინფორმაცით, ყველა ის მუტაცია, რომელიც მსოფლიოში დაფიქსირდა, ექვემდებარება ვაქცინაციას.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: თუ რომელიმე ახალი შტამი მუტაციის შემდეგ იქნება მდგრადი და რეზისტენტული ვაქცინის მიმართ, მწარმოებლისთვის ეს არის რამდენიმეკვირიანი, ორი–სამი თვის საქმე, რომ შეცვალოს ვაქცინის ვექტორი და მიმართული გახადოს ახალი შტამის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში ამჟამად ე.წ. ჩინური შტამის გარდა ყველაზე მეტად ცირკულირებს ბრიტანული შტამი, დაფიქსირებულია ასევე ინდური და სამხრეთამერიკული შტამების რამდენიმე შემთხვევა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები