ჩხენკელი: ბავშვებს უკეთესი მომავალი უნდა მივცეთ

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში გავშვებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1 ივნისს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მზიურის პარკში ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები გაიმართება>>

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა კეთილდღეობისთვის.

„ბავშვები ჩვენი უპირველესი საზრუნავია. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს ამ დღის განსაკუთრებულ პირობებში შეხვედრა უწევთ.

ბავშვები შადრევანთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
დღეს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება

„უპრეცენდენტო გამოწვევების პერიოდში ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ, რათა ბავშვებს ჰქონოდათ განათლების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მასწავლებლების ძალისხმევა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს თბილისში, „მზიურის პარკში“, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება. „მზიურის პარკში“ სხვადასხვა აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ბავშვებს ელით უამრავი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას თავადაც შეძლებენ.

ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

ყველა ახალი ამბავი
0