მზიურის პარკში ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები გაიმართება

© photo : courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaმზიურის პარკი
მზიურის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
ზაფხულის პირველ დღეს აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის დღეს - მსოფლიოში ყველაზე საბავშვო დღესასწაულს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „მზიურში“ უამრავი ღონიძიებაა დაგეგმილი.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. თბილისში, „მზიურის პარკში“ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით დაიგეგმა.

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
საქართველოში მოსწავლეების ინტერესების დაცვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

„მზიურის პარკში“ სხვადასხვა აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ბავშვებს ელით უამრავი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას თავადაც შეძლებენ.

დაგეგმილია მეზღაპრის კუთხე, სადაც ქართველი მსახიობები ბავშვებს წაუკითხავენ ზღაპრებს და გამართავენ მცირე პერფორმანსებს.

მოეწყობა ხატვის კუთხე, სადაც ბავშვებისთვის მოეწყობა დიდი სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ გააფერადონ თავიანთი საყვარელი გმირები. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„მზიურის პარკის“ სცენაზე გაიმართება სხვადასხვა წარმოდგენა: საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების წარმოდგენა, საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტის შოუ, ახალგაზრდული ბიგ-ბენდი.

ბავშვებს გაართობენ დიჯეები, ზღაპრის გმირები, ტიტანის რობოტების შოუ, დრამერების სვლა. მოეწყობა საცირკო სანახაობა, ქიმიური ლაბორატორია.

დაგეგმილია ასევე ფიზიკური აქტივობები: პარაშუტით ხტომა, რგოლის, ბურთის, ისრის სროლა მიზანში, მინიგოლფი, ლაბირინთები, მხიარული სტარტები.

პატარძალი ქორწილის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2020
გოგა ხატიაშვილმა ბავშვობის ასაკში ქორწინებაზე ან ქორწინების იძულებაზე წიგნი გამოსცა

მთელი დღის განმავლობაში იფუნქციონირებს კვების ზონა და ფოტოზონა, სადაც ბავშვები საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

დღესასწაულის ისტორია

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული და ბავშვთა თანაბარი უფლებები გამოაცხადა აღზრდის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარების სფეროში, დამოუკიდებლად კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, საზოგადოებრივი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და ა.შ. 

დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ. 

პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ მოაწერა. 

თითოეულ ქვეყანაში ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20-25% შეადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში დიდ პრობლემად ითვლება ტელევიზიისა და ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა.

აფრიკის და აზიის ქვეყნებში ბავშვებს ემუქრება შიმშილი, შიდსი, სამხედრო კონფლიქტები და წერა-კითხვის უცოდინარობა. ბავშვები იქ ექიმებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპებიან. ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია. 

ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონობაშიც ყიდიან.

ბავშვების მკაცრი აღზრდა, რომელიც საქართველოში ნორმად ითვლება, მიუღებელია, რადგან ეს მათ უფლებებს არღვევს, მიაჩნია UNICEF კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს.

UNICEF-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობა მისაღებია. გამოკითხულთა 60%-მა თქვა, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები უკეთეს შედეგებს იძლევ

ყველა ახალი ამბავი
0