დღეიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ

© photo: Sputnikკაფეები და რესტორნები
კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ამსუბუქებს შეზღუდვებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა.

რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა უქმდება

დღეიდან საქართველოში რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტების მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ.

რესტორნები და  კაფეები „კომენდანტის საათის“ დადგომამდე, 23:00 საათამდე იმუშავებენ.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა მუშაობა შიდა სივრცეებში (შაბათ-კვირის გარდა) 8 მარტიდან განაახლეს.

ყველა ახალი ამბავი
0