19:11 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
91 0 0

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40-ლარიანი ჯარიმით.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების წესი, შესაძლოა, ივლისიდან შეიცვალოს და მისი გამოყენება სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ვალდებული იქნება პირბადე გამოიყენოს ტრანსპორტში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის გამზირზე და ყველა იმ ადგილზე, სადაც ადამიანების დიდი თავყრილობაა.

„თუ ჩვენ მეზობლებს შევადარებთ, იქ ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით უკეთესია. მათ უფრო ადრე გადაიარეს ეს მესამე ტალღა. ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. გამომდინარე იქიდან, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვის, ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ", - აღნიშნა გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, იკრძალება 23:00-05:00 საათებში ქუჩაში გადაადგილება.

შსს-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 249 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ამასთან გამოვლინდა პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 54 ფაქტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 343.963-ს მიაღწია.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები