18:23 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
220 0 0

მოდელი მირანდა, იგივე მიმი შელია ბავშვობიდან მოსკოვში ცხოვრობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ის ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარია

ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 29 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე. ცნობილი ქართველი ფოტომოდელი მირანდა შელია, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, მეორედ გათხოვდა.

ხელმოწერის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ გაასაჯაროვა, რომელიც მირანდას უახლოესი მეგობარია.

საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ არის მოდელის მეორე ნახევარი, რადგან აქამდე მირანდას მისი ვინაობა არ გაუსაჯაროვებია და არც სოციალურ ქსელებში იძებნება წყვილის საერთო ფოტოები. როგორც ჩანს, მოდელი ურთიერთობას დიდხანს ასაიდუმლოებდა, რადგან უკანასკნელ შეყვარებულს, რეპერ ვლადისლავ რამს ის 2019 წლის გაზაფხულზე დაშორდა.

მირანდა ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. მირანდა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „კლუჯის“ ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლე 20 წლის ასაკში გახდა, თუმცა წყვილი ცოტა ხანში დაშორდა და მიზეზი, მირანდას თქმით, მეუღლის მხრიდან უნდობლობა გახდა.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები