ფოტომოდელი მირანდა შელია წლებია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს. 29 წლის მოდელი ძალიან პოპულარულია Instagram-ზე. ცნობილი ქართველი ფოტომოდელი მირანდა შელია, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, მეორედ გათხოვდა.
ხელმოწერის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ გაასაჯაროვა, რომელიც მირანდას უახლოესი მეგობარია.
საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ არის მოდელის მეორე ნახევარი, რადგან აქამდე მირანდას მისი ვინაობა არ გაუსაჯაროვებია და არც სოციალურ ქსელებში იძებნება წყვილის საერთო ფოტოები. როგორც ჩანს, მოდელი ურთიერთობას დიდხანს ასაიდუმლოებდა, რადგან უკანასკნელ შეყვარებულს, რეპერ ვლადისლავ რამს ის 2019 წლის გაზაფხულზე დაშორდა.
მირანდა ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. მირანდა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „კლუჯის“ ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლე 20 წლის ასაკში გახდა, თუმცა წყვილი ცოტა ხანში დაშორდა და მიზეზი, მირანდას თქმით, მეუღლის მხრიდან უნდობლობა გახდა.