COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით
კორონავირუსის ეპიდემია - გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 986-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 342.880-ს მიაღწია.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 986 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 535 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო - ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, აჭარა - 82, იმერეთი - 76, კახეთი - 51, ქვემო ქართლი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 38, შიდა ქართლი - 26, გურია - 14, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.  
კორონავირუსი ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
მიცვალებულებისგან COVID-19 არ გადაგედებათ: ინდოელი ექსპერტების კვლევის შედეგი

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 325.016-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 12 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.739-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.099 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.826 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.073, იმერეთში - 492, აჭარაში - 389.

887 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 222 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 16, იმერეთში - 16. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 693 ადამიანი, მათ შორის 361 - თბილისში, 287- აჭარაში. 8.580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 11.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23.011 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.872 პირი, აჭარაში - 2.241, იმერეთში - 1.524.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 986-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 342.880-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0