თბილისში ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება

© Facebook / Nino Haratischwiliნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი და რეჟისორი იშვიათად ხვდება ქართულ აუდიტორიას, ამიტომ ასეთი შანსის გამოტოვება არ შეიძლება.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. გერმანიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი პარასკევს, 28 მაისს თბილისში ქართველ მკითხველთან შეხვედრას გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ქართველ პუბლიკას შესაძლებლობა ექნება მწერალს კითხვები დაუსვას და მისი ნაწარმოებიდან ამონარიდები მოისმინოს.

ხარატიშვილთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მწერალი ანა კორძაია–სამადაშვილი.

შეხვედრა ღვინის ბარ Sheen•Aura-ში 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

ნინო ხარატიშვილი ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. მისი ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა", „მერვე სიცოცხლე“, „კატა“ და სხვ. ნინო ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. წერს გერმანულ ენაზე. 

ნინო ხარატიშვილის ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ნინო ხარატიშვილის რომანი დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი

„როდესაც საქართველოში ვარ, თავი გერმანელი მგონია, გერმანიაში როცა ვბრუნდები კი აბსოლუტურ ქართველად ვგრძნობ თავს. ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ეს ერთგვარად კარგიცაა – თუ ვერსად ვგრძნობ, რომ სახლში ვარ, ესე იგი შემიძლია ყველგან ავაშენო და შევქმნა ჩემი სახლი“, – ამბობს ნინო ხარატიშვილი.

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. როგორც პიესების ავტორმა და ქართულ–გერმანული თეატრალური დასის ხელმძღვანელმა, მან ადრეული წლებიდან მიიქცია ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.
მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".

ხარატიშვილი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლდ ბრეხტის, შილერის პრემიების ლაურეატია.

 

ყველა ახალი ამბავი
0