14:48 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

მინისტრმა ისაუბრა სიახლეებზე, რომლებიც დაინერგება ისეთ რაიონებში, სადაც იუსტიციის სახლი არ არის, ასევე სიახლე შეეხება შშმ პირებს.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. იუსტიციის სამინისტრო რეგიონებში  ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები ისეთ რეგიონებში გამოჩნდება, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის.

„იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გარდა ამისა,  კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება.

„გვსურს, რომ შშმ პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც.

მინისტრი იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

მთავარი თემები