19:13 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვარსკვლავური ამბები (10)
693 0 0

2021 წელს სოციალურ ქსელში თურქული სერიალის Sen Çal Kapımı ჩემს კარზე დააკაკუნე მეორე სეზონის თიზერი გამოჩნდა, რომელსაც სერიალის გულშემატკივრები თვეზე მეტია ელოდებიან. სერიალის მოქმედება ორი ჯიუტი, მაგრამ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის გარშემო ტრიალებს.

ბუნებრივია, არ წყდება ინტერესი მთავარი გმირების - ედას და სერქანის პირადი ცხოვრების, ასევე კარიერის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჰანდე ერჩელის და ქერემ ბურსინის შესახებ მოგითხროთ. წყვილს საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს. სერიალის პირველი სეზონი აპრილის თვეში დასრულდა და თაყვანისმცემლები უკვე ახალი სერიების მოლოდინში არიან.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

მსახიობი და მოდელი ჰანდე ერჩელი წარმოშობით ბანდირმიდანაა. დაიბადა 1993 წლის 24 ნოემბერს. ჰანდეს მამა დღეს ვაჭრობითაა დაკავებული. დედა კი 2019 წელს გარდაეცვალა. ჰყავს უფროსი და გამზე ერჩელი. მსახიობი ურთიერთობაში იყო მომღერალ მურათ დალქილიჩთან. დღეს კი ბევრს საუბრობენ მისი და ქერემ ბურსინის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად ის მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“. შემდეგში მსახიობს წარმატება მოუტანა სერიალებმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილები“.

View this post on Instagram

A post shared by Hande Erçel (@handemiyy)

ჰანდეს თავის დროზე წონის პრობლემები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც უკვე არაერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა ამჟამად 60 კილოა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ცდილობს გამუდმებით აკონტროლოს კვების რაციონი და საერთოდ გამორიცხოს საკვები, რომელიც ასუქებს. როგორც მსახიობმა განაცხადა, წონაში უსწრაფესად იმატებს, ამიტომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს.

View this post on Instagram

A post shared by Hande Erçel (@handemiyy)

რაც შეეხება ქერემ ბურსინს, ის დაიბადა 1987 წლის 4 ივნისს სტამბულში. არ არის და არც ყოფილა დაოჯახებული. 1999 წლიდან მშობლებთან და დასთან ერთად ტეხასში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა ემერსონის კოლეჯში. ასევე დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა თურქეთში, რაც ბევრს უკვირდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქერემი ამბობს: „ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიუ-იორკში მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და გარდაიცვალა. ის ძმასავით იყო ჩემთვის. წარმოუდგენელ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ამ მტკივნეული შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება შემეცვალა. თურქეთი ისედაც გონებაში მქონდა. როცა ამერიკაში მეკითხებოდნენ – ქერემ, თურქი ხარ? რა გააკეთე აქამდე თურქეთში? პასუხი არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე თურქეთში დაბრუნება“.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

მსახიობმა თავის დამკვიდრება სამშობლოში სცადა და ეს მოახერხა კიდეც. ქერემს დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა „მზის მოლოდინში“, სადაც მან კოლეჯის ყველაზე პოპულარული და აბეზარი ბიჭის როლი მოირგო და მილიონობით თინეიჯერის გულიც დაიპყრო. რამდენიმე წლის წინ ქერემს რომანი ჰქონდა ცნობილ თურქ მსახიობ სერენაი სარაკაისთან. ეს ურთიერთობა დიდ ყურადღებას იპყრობდა თურქეთში და ბევრს საუბრობდნენ ამაზე. მათი სიყვარულის ისტორია ბრენდ „მავის” სარეკლამო გადაღებებზე დაიწყო, თუმცა საბოლოოდ წყვილი დაშორდა.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

რაც შეეხება ჰანდეს და ქერემის სასიყვარულო ურთოერთობას, ამაზე ბევრს საუბრობენ თურქულ და არა მარტო თურქულ პრესაში. ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი კი აღარ მალავენ თავიანთ სიყვარულს. წყვილმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ერთად არიან. წყვილის ურთიერთობით აღფრთოვანებული არიან მათი ოჯახის წევრები და სოციალურ ქსელებში ხშირად ასაჯაროებენ ერთად გადაღებულ, საოჯახო ფოტოებს. გარდა ამისა, ჰანდემ, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა სასიყვარულო ურთიერთობებზე საუბარს, ცოტა ხნის წინ პირველად ისაუბრა პრესასთან და განაცხადა: „ჩვენ ეს არასდროს დაგვიმალავს. ეს ახლა მოხდა. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს ძალიან მშვენიერია“.

View this post on Instagram

A post shared by Kerem Bürsin (@thebursin)

რამდენიმე კვირის წინ წყვილმა მალდივის კუნძულზე დაისვენა, საიდანაც თაყვანისმცემლებს ულამაზესი ფოტოებით ანებივრებდნენ. ტროპიკულ კუნძულზე მათ ჰანდეს და, სიძე და მათი ქალიშვილიც შეუერთდნენ.

რაც შეეხება სერიალს, მეორე სეზონის სერიების გადაღებები უკვე მიმდინარეობს. მსახიობებს კი ახალი წევრებიც შეუერთდებიან. როგორც ახალი თიზერიდან ირკვევა, ედას და სერქანის სიყვარული სერიოზულ სირთულეებს გადის. მათ უწევთ ხანგრძლივი დროით დაშორება. ისინი წლების შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ამასთან, სერიალში ჩნდება უცნობი ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, მათი შვილია.

თემები:
ვარსკვლავური ამბები (10)

მთავარი თემები