18:38 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (441)
113 0 0

რეპერ მასტერს ავტომანქანაზე ჩვეულებრივი ნომრის ნაცვლად გაკეთებულ წარწერაზე სოციალურ ქსელში თავის მართლება მოუწია.

რეპერი მასტერი თავისი მანქანის, BMW-ს მარკის ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი განსაკუთრებული ნომერი ჩანს – ჩვეულებრივი ნომრის ნაცვლად რეპერის სახელი აწერია. ყველასთვის ცნობილია, რომ მანქანის ამგვარი გამორჩეული ნომრის აღება საკმაოდ დიდ თანხას უკავშირდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ფოტოს შემდეგ, რომელსაც მასტერმა დააწერა „ჩემი მეგობარი“, რეპერს რამდენიმე ადამიანი კრიტიკით გამოეხმაურა და დაუწერეს, რომ 10000-ლარიანი ნომრით სიარული გაჭირვებულ ქვეყანაში არ შეიძლება, რაზეც მასტერმა უპასუხა, რომ ეს ნომერი მეგობრებმა აჩუქეს და დასძინა, რომ კომფორტული მანქანის შეძენა უფრო მარტივია, ვიდრე ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც არ დაგაღალატებს.

View this post on Instagram

A post shared by Masteri (@masteriofficial)

„ეს ყველაფერი ილუზიაა – რა გაცვია, რა მანქანით ხარ, რამდენი ლაიქი გაქვს და რამდენი „ფოლოვერი“ გყავს, ეს ყველაფერი არის დროებითი სიყალბე. მარადიულია სიყვარული და აი, გვშურდეს მართლა მათი, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ, რადგან ეს ყველაფერი მართლა დეფიციტურია, სხვა დანარჩენი უბრალოდ ფასადია“, – წერს რეპერი.
View this post on Instagram

A post shared by Masteri (@masteriofficial)

გიორგი პავლიაშვილმა, რომელიც ცნობილი ფსევდონიმით მასტერი, კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2006 წელს გამოუშვა პირველი ვიდეო „მომე“ – კაბუსთან და ძვალთან ერთად. 2007 წელს მონაწილეობდა კონკურს „პატრინოტ 3“-ში, სიმღერით „არმია“.

View this post on Instagram

A post shared by Masteri (@masteriofficial)

2008 წელს გამოვიდა რეპერის პირველი სტუდიური ალბომი Game Over. 2010 წელს მასტერმა ჩამოაყალიბა ხმის ჩამწერი სტუდია Xenon Records, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა მუსიკალურ საპროდიუსერო კომპანიად Xenon Production. 2010 წელს გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „რეიბანები“. 2010 და 2011 წლებში მუსიკალურ ცერემონია „მეგაზე“ დასახელებულ იქნა წლის ყველაზე პოპულარულ რეპერად. ტექსტების გარდა, მასტერი თავად წერს მუსიკას, არის ბიტმეიკერი კომპოზიტორი, აგრეთვე თვითონ აკეთებს არანჟირება/მასტერინგს. არის საკუთარი მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი.

 

თემები:
ქართველი სელებრითები (441)

მთავარი თემები