16:14 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
80 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგას კოვიდ-პანდემიის პირობებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ლიეტუვის მთავრობამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა გამოყო, საიდანაც 15 ათასი საქართველოსთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ის გვერდზე დაწერა. 

​ლანდსბერგისის თქმით, ვაქცინის 100 ათას დოზას უკრაინა მიიღებს, 15 ათასს – საქართველო და 11 ათასს – მოლდოვა. კონკრეტულად რომელ ვაქცინებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიეტუველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

​„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდ-პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 81.076 ადამიანი, ვაქცინის ორი დოზა კი 13.507 ადამიანს აქვს მიღებული.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები