ჩინეთში საქართველოს ელჩი კომპანია Sinopharm-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

© REUTERS / MARKO DJURICA Sinopharm
 Sinopharm - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია კომპანია China Sinopharm International Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტს იენ პინგს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
საქართველოში ხვალიდან Sinopharm-ის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დაიწყება

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ჩინეთის მთავრობასა და კომპანია Sinopharm-ის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა კოვიდპანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრობლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო.

ამასთან, კალანდიამ ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან პრეპარატის აღიარება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა Sinopharm-ის ვაქცინაზე მსოფლიო მასშტაბით.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ჩინურმა Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია 5 მაისს მიიღო. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა საქართველომ აპრილში მიიღო. დამატებით 600 ათას დოზას ქვეყანა ივნისი-ივლისში მიიღებს.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. 

 Sinovac Biotech - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

გარდა ამისა, საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა. აღნიშნული პრეპარატი ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა მას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს ჯანმოს სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. Sinovac-ის გამოყენება ნებადართულია 18 წელს ზემოთ პირებისთვის. Sinopharm-სგან განსხვავებით, მეორე ინექციის გაკეთება 14-დან 28 დღემდე ინტერვალშია შესაძლებელი. აღნიშნულ პრეპარატს სხვა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 81.076 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0