აჭარაში ხიხანის ციხე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

© photo: Zurab Pataradze / FBზურაბ პატარიძე ხიხანის ციხეზე
ზურაბ პატარიძე ხიხანის ციხეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე-სიმაგრე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ძნელად მისასვლელი ადგილია.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi აჭარის ტურიზმის დეპარტამენტზე დაყრდნობით. 

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას UNESCO-ს ექსპერტი შეისწავლის

კლდეზე აგებული ხიხანის ციხე მთიანი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორპოსტია. ის XI-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული და მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. ადრე მას სტარტეგიული დანიშნულება ჰქონდა – იქიდან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზას.

ციხე უნიკალურია როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე ლანდშაფტით.

ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხეზე ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ციცაბო მთაზე გაკვალული ბილიკით, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში არის სახიფათო და მისი დალაშქვრა განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას გეგმავს.

პროექტის მიხედვით, იგეგმება ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის ინფრასტრუტურული მოდელის შექმნა, რაც პირველ რიგში უსაფრთხოს და მიმზიდველს გახდის ხიხანის ციხის დალაშქვრას.

„ხიხაძირის ხეობაში ხიხანის ციხე გახდება არა მხოლოდ ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი, არამედ მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხეობაში“, – აღნიშნავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0