15:36 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე გიორგი პატარიძე ხელმძღვანელობდა. იუსტიციის მინისტრმა ასევე წარადგინა სპეციალური მრჩეველი.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნიკა ცხვარაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის პოსტს კი გიორგი გიორგაძე დაიკავებს, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ნიკა ცხვარაშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი პატარიძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციურ სისტემაში გამოცდილი კადრია, რაც უწყებას უფრო ეფექტურს გახდის. მან ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესება და ახალი რეფორმების განხორციელებაა.

რატი ბრეგაძემ ასევე სპეციალურ მრჩევლად ცნობილი სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს უგრეხელიძისთვის პირველი თანამდებობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

როგორც თავად მინდია უგრეხელიძე აცხადებს, ის მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს სრულად გაუზიაროს.

79 წლის მინდია უგრეხელიძე წარსულში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი (1990), საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1990-1999), ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე (1999-2009), „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი.

მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის ლექციათა კურსი სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.

მთავარი თემები