15:00 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
91 0 0

ირაკლი ქარსელაძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან მეოთხეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური წარმოების პრეპარატით ჩაიტარა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მინისტრმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა. მასთან ერთად ვაქცინაცია ჩაუტარდათ მის მოადგილეებსა და სამინისტროს თანამშრომლებს.

ჩინური ვაქცინით უკვე აიცრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 62 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 10 ათასზე მეტი პირი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები