იწყება მთავრობისა და პარლამენტის წევრთა ვაქცინაცია

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები პარლამენტში
დეპუტატები პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ქართველი პოლიტიკოსებისა და პარლამენტის წევრთა ვაქცინაცია იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ამ კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

როგორც ბრიფინგზე უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულში ჩართვასთან დაკავშირებით მიიღეს.

„ამ კვირიდან იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა და რიგმა მინისტრებმა, ასევე პარლამენტის დაახლოებით ოცმა დეპუტატმა. რამდენიმე დეპუტატი ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის ფარგლებში საჯაროდ აიცრა.

ყველა ახალი ამბავი
0