„ჩემი შვილი მოკლეს“: გარდაცვლილი ყაზახი ქალის დედა საქართველოში ჩამოვიდა

© photo: Pixabay / ninocareძალადობის მსხვერპლი
ძალადობის მსხვერპლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
გამოძიება ამ ეტაპზე გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა, არ არის გამორიცხული, ბრალი დამძიმდეს.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის დედა აისუ აიტპაევა კატეგორიულად გამორიცხავს ქალიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას.

აისუ აიტპაევა დარწმუნებულია, რომ მისი 26 წლის ქალიშვილი მოკლეს. იგი უკვე თბილისში იმყოფება და პირველ რიგში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვამის ამოსაცნობად მისვლას გეგმავს, მოგვიანებით კი გამოძიების მასალებს გაეცნობა. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთის საკონსულოში. 

საპატრულო პოლიცია და გამომძიებლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ძალადობის მსხვერპლი ორჯერ: ყაზახეთის მოქალაქის თბილისში დაღუპვის საზარელი დეტალები

„ვფიქრობ, ჩემი შვილი მოკლეს და შემდეგ ფანჯრიდან გადმოაგდეს. იგი ისეთი არ იყო, რომ ფანჯრიდან თავად გადმომხტარიყო. საქართველოში ხუთი დღის ჩამოსული იყო და აქ მუშაობდა. დაკავებულთან ასელს კავშირი მანამდე არ ჰქონდა, აქ გაიცნო და ერთად მუშაობდნენ. საქართველოში ჩემი ქმარიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა", – განაცხადა აისუ აიტპაევამ ჟურნალისტებთან.

საქართველოში მყოფი 26 წლის ასელ აიტპაევა, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს რუსთავში მოხდა.

პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ზუგდიდელი ბესიკ თორდუა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა.

თუმცა, როგორც მედიასაშუალებებმა გაარკვიეს, ეს საქმეში ძალადობის ერთადერთი ეპიზოდი არ არის.

ქართულმა ტელეარხებმა გამოაქვეყნეს, სავარაუდოდ, ყაზახეთის მოქალაქისა და თორდუას საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებს ქალს და თვითმკვლელობას აიძულებს. ჩანაწერში ასევე ისმის, როგორც სცემს მამაკაცი ქალს. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
თბილისში გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

იმავე ჩანაწერში ქალი, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ასელ აიტპაევაა, ამბობს, რომ ის ვინმე მურადმა გააუპატიურა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ გაარკვია, რომ აიტპაევას ირგვლივ თბილისში ერთადერთი მურადი ყაზახეთის მოქალაქე მეირბეგოვია – ფირმის მფლობელი, რომელშიც გარდაცვლილი მუშაობდა. ამ დროისათვის მან უკვე დატოვა საქართველო.

ასევე ტელეარხის ინფორმაციით, გოგონა მეირბეგოვს ნათესავებმა მიჰყიდეს, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ და აიტპაევა მათთან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა.

ტელეარხი „რუსთავი2“ კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სწორედ ნათესავების ძალადობის შემდეგ გადავიდა გოგონა 57 წლის თორდუასთან საცხოვრებლად.

ამჟამად თორდუა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე საპატიმროშია მოთავსებული. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0