19:10 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

ბუბა ხოტივარი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2019 წლიდან – საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ქართველი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, იუწყება „პირველი არხი“. 

კინორეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა, სადაც კინორეჟისორს პატივი მიაგეს კინოსა და თეატრის სფეროს წარმომადგენლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.

ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში 5 მაისს გარდაიცალა.

ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991 წლებში ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას „ადამი და ევა“.

1988-1992 წლებში იყო საქართველო–ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006 წლებში კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.


მთავარი თემები