გარდაიცვალა კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი

© photo: Ramaz Buba Khotivari / FBბუბა ხოტივარი
ბუბა ხოტივარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
ბუბა ხოტივარი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2019 წლიდან – საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ქართველი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცალა, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„ცნობილი რეჟისორი მთელი ცხოვრების მანძილზე ქართულ კინოს ემსახურებოდა. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. იგი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა“, – ნათქვამია სამინისტროს სამძიმრის წერილში.

ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991 წლებში ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას „ადამი და ევა“.

1988-1992 წლებში იყო საქართველო–ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006 წლებში კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0