07:57 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით თბილისისა და აჭარის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 264 ადამიანი მკურნალობს. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი იუწყება.

აქედან მძიმე მდგომარეობაშია 59 პაციენტი, ყველა მათგანი მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადის. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 136 ინფიცირებულია მოთავსებული.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება.

აბაშის „ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული.

სენაკის „ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით ვირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 67 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 12 მოქალაქე რჩება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 988-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 312.445-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები