სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია

© Sputnik / STRINGERზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით თბილისისა და აჭარის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 264 ადამიანი მკურნალობს. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი იუწყება.

აქედან მძიმე მდგომარეობაშია 59 პაციენტი, ყველა მათგანი მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადის. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 136 ინფიცირებულია მოთავსებული.

გოგონა პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება.

აბაშის „ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული.

სენაკის „ლაზიკა მედში" 60 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით ვირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 67 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 12 მოქალაქე რჩება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 988-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 312.445-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0