05:51 07 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1474
  • 100 RUB4.6139
  • USD3.4430
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 311.457-ს მიაღწია.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.147 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 653 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 36, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 25, გურია - 22, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 291.457-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 20 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.130 -ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.844 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.919 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2.125, აჭარაში - 447, იმერეთში - 415.

743 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 144 პირი, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 12, იმერეთში - 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 750 ადამიანი, მათ შორის 405 - თბილისში, 319 - აჭარაში. 11.175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 33.203 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23.877 პირი, აჭარაში - 2.735, იმერეთში - 1.212.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 311.457-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები